Dianateacher
Wednesday, April 20, 2022
Tuesday, June 15, 2021
Wednesday, July 1, 2020
Sunday, June 28, 2020
ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლეებისთვის „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი“ ჩამოყალიბდა- etaloni.ge
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ეფექტური და მრავალფეროვანი წარმართვისთვის დაიგეგმა მრავალი აქტივობა, მათ შორის აღსანიშნავია „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი", რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივირება, მათი ცოდნის მარაგის გამდიდრება, როგორც ენობრივი აგრეთვე ინტელექტუალური კუთხით.
კლუბის ფუნქციონირებისათვის შეიქმნა დახურული ჯგუფი, სადაც გაერთიანებული სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, თემატიკის შერჩევა ხდება თემის აქტუალობიდან და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
კლუბი ფუნქციონირებას გააგრძელებს მომავალშიც, რეალურ საგაკვეთილო მუშაობის პროცესშიც.
დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ვიქტორინა Microsoft Teams-ის მეშვეობით, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ენობრივი უნარების კიდევ უფრო დახვეწა და ინტელექტით გამდიდრება.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეარჩიეს სხვადასხვა სფეროდან და ეპოქიდან ცნობილი პიროვნებები და გაეცნენ მნიშვნელოვან საკითხებს მათი ბიოგრაფიიდან. ჩამონათვალი მართლაც მრავალფეროვანი იყო: ვან გოგი, მოცარტი, აინშტაინი, შექსპირი, და ვინჩი, სტივ ჯობსი და სხვა..
მოსწავლეთა ჯგუფი გაიყო ორად, ისინი რიგრიგობით პასუხობდნენ კითხვებს, რომლებიც განთავსებული იყო Powerpoint ის დოკუმენტში და ეკრანის გაზიარების რეჟიმით მოსწავლეები და მასწავლებელი სინქრონულად ადევნებდნენ თვალს პროცესს.
კითხვების ამოწურვის შემდეგ მოხდა ქულების დათვლა და გამარჯვებულის გამოვლენა.
მოსწავლეებმა პედაგოგისგან მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.
მოსწავლეებმა პედაგოგისგან მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.
აქტივობის ინიციატორია და ჯგუფის მუშაობას ფასილიტაციას უწევს ინგლისური ენის პედაგოგი - დიანა ნემსიწვერიძე.
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში პროექტი - „მომავალი ძალადობის გარეშე“ ხორციელდება
სკოლის ინფორმაციით, პროექტს საფუძველი გასულ სასწავლო წელს ჩაეყარა და იგი მოიცავდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას.
„ინგლისური ენის კათედრის აქტიური ჩართულობით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა ბულინგის პრევენციის მიზნით. მიმდინარე სასწავლო წელს გრძელდება ზემოთხსენებული პროექტი.
პროექტს აქტიურად შემოუერთდნენ მეორე კლასის მოსწავლეები, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ენახათ შესაბამისი შინაარსის ანიმაცია და განეხილათ ის, შედეგად ჩამოაყალიბეს პოზიტიური გზავნილები ინგლისურ ენაზე და დაამზადეს პოსტერი“, - ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

Subscribe to:
Posts (Atom)
-
ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლეებისთვის „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი“ ჩამოყალიბდა- etaloni.ge ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დისტანციური სწ...
-
თვალსაჩინოებებით სწავლება ძალიან პროდუქტიულია. ნებისმიერი ასაკის შემსწავლელისთვის იგი წარმოადგენს მოტივაციის წყაროს. აადვილებს აღქმას, გ...