საერთაშორისო კონფერენცია - მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

2018 წლის 15-17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (საქართველო), ტარტუს უნივერსიტეტმა (ესტონეთი) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (საქართველო) მოაწყო მესამე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
 
კონფერენციის მიზანი იყო, განეხილა და ერთიან კონცეფციად ჩამოეყალიბებინა ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
 
კონფერენციის სამუშაო თემები იყო:
  • მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;
  • ინტერკულტურული განათლების ასპექტები;
  • მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება;
  • ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
  • ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
  • ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები
საკონფერენციო თემად შევარჩიე უცხო ენის სწავლების მეთოდებიდან, ერთერთი, ჩემი აზრით და არამხოლოდ, ყველაზე წარმატებული და პროდუქტიული მეთოდი, როგორიცაა "The Communicative Language Teaching Method"/ "უცხო ენის კომუნიკაციური სწავლების მეთოდი"
კონფერენციის პროგრამა:

No comments:

Post a Comment