ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლეებისთვის „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი“ ჩამოყალიბდა- etaloni.ge
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ეფექტური და მრავალფეროვანი წარმართვისთვის დაიგეგმა მრავალი აქტივობა, მათ შორის აღსანიშნავია „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი", რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივირება, მათი ცოდნის მარაგის გამდიდრება, როგორც ენობრივი აგრეთვე ინტელექტუალური კუთხით.
კლუბის ფუნქციონირებისათვის შეიქმნა დახურული ჯგუფი, სადაც გაერთიანებული სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, თემატიკის შერჩევა ხდება თემის აქტუალობიდან და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
კლუბი ფუნქციონირებას გააგრძელებს მომავალშიც, რეალურ საგაკვეთილო მუშაობის პროცესშიც.
დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ვიქტორინა Microsoft Teams-ის მეშვეობით, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ენობრივი უნარების კიდევ უფრო დახვეწა და ინტელექტით გამდიდრება.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეარჩიეს სხვადასხვა სფეროდან და ეპოქიდან ცნობილი პიროვნებები და გაეცნენ მნიშვნელოვან საკითხებს მათი ბიოგრაფიიდან. ჩამონათვალი მართლაც მრავალფეროვანი იყო: ვან გოგი, მოცარტი, აინშტაინი, შექსპირი, და ვინჩი, სტივ ჯობსი და სხვა..
მოსწავლეთა ჯგუფი გაიყო ორად, ისინი რიგრიგობით პასუხობდნენ კითხვებს, რომლებიც განთავსებული იყო Powerpoint ის დოკუმენტში და ეკრანის გაზიარების რეჟიმით მოსწავლეები და მასწავლებელი სინქრონულად ადევნებდნენ თვალს პროცესს.
კითხვების ამოწურვის შემდეგ მოხდა ქულების დათვლა და გამარჯვებულის გამოვლენა.
მოსწავლეებმა პედაგოგისგან მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.
მოსწავლეებმა პედაგოგისგან მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.
აქტივობის ინიციატორია და ჯგუფის მუშაობას ფასილიტაციას უწევს ინგლისური ენის პედაგოგი - დიანა ნემსიწვერიძე.