Saturday, June 2, 2018

Europe


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვერი, /:  დიანა ნემსიწვერიძე 53001004913
სწავლების საფეხური/კლასი:  VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  7
გაკვეთილის თემა:  
გაკვეთილის მიზანი: გაათვითცნობიეროს მოსწავლეები ევროპასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, შემადგენელი ქვეყნები,  დროშები, ევროსაბჭოს არსი. მოსწავლეები ურთიერთ თანამშრომლობით კიდევ უფრო ეცნობიან ევროპას, ევროსაბჭოს და ეს ყოველივე აქტუალიზებულია ინგლისური  ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენებით. მოსწავლეები ამუშავებენ ოთხივე უნარს (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
მასწავლებელი ესალმება კლასს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს
ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
2წთ
1
Aფაზა-გამოწვევა

მასწავლებელი მისალმების შემდეგ მოსწავლეებს ურიგებს ფოტოსურათებს, რომელზეც გამოსახულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, სთხოვს მათ გვერდით მჯდომ მეწყვილეებთან ერთად დააკვირდნენ და ღირსშესანიშნაობების მიხედვით  ამოიცნონ თუ რომელი ევროპული ქვეყანა არის გამოსახული ფოტო-სურათზე

გონებრივი იერიში
ვიზუალიზაცია

მთელ კლასთან
პრეზენტაცია
ფოტო მასალა
3წთ
2.       


2
მოსწავლეების მიერ დასახელებულ ევროპულ ქვეყნებს მასწავლებელი წერს დაფაზე და ეკითხება მათ თუ რა აქვთ ზემოთხსენებულ ქვეყნებს საერთო. მოსწავლეები  მასწავლებელს მიჰყავს პასუხისკენ რომ ზემოთხსენებული ქვეყნები ერთიანდებიან ევროპის შემადგენლობაში.
გონებრივი იერიში
ვიზუალიზაცია
მთელ კლასთან
დაფა
მარკერი
2წთ
3
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს თუ რა იციან ევროპის შესახებ და ერთი სიტყვით, ერთი ზედსართავი სახელით როგორ შეაფასებდნენ და დაახასიათებდნენ მას.
მასწავლებელი დაფაზე აკეთებს ე. წ. „ობობას ქსელს“ და გადაანაწილებს მასზე სიტყვებს.

გონებრივი იერიში
ვიზუალიზაცია,
გრაფიკული გამოსახულება
მთელ
კლასთან
დაფა
მარკერი
5წთ
4
ზედსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ხარისხების მიხედვით გავაკეთებთ შედარებას თუ რომელი ქვეყანა არის უფრო/ყველაზე საინტერესო, უფრო/ყველაზე განვითარებული, უფრო/ყველაზე წარმატებული და ა. შ.
ზეპირმეტყველება, კომუნიკაცია
5წთ
5
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეო კლიპს.
 ვიდეო კლიპში, რუკაზე ნაჩვენებია ევროპის წევრი ქვეყნები, მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს მათ ჩამონათვალს და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება დიალოგი თუ რომელია მოსწავლეების ფავორიტი ქვეყანა და რატომ.

ვიდეომასალა
8წთ
6
ჯგუფური მუშაობა- მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ევროპული ქვეყნების დასახელებებს და მათ დროშებს, არეულად.  მასწავლებელი ინიშნავს ქვიშის საათით 2 წუთს, დროის ამოწურვის შემდეგ ამოწმებს ჯგუფების შედეგებს, ვისაც უფრო მეტი სწორი პასუხი აქვს გამოავლენს გამარჯვებულად.
2წთ
7
წაკითხულის გააზრება-დისკუსია
მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს ამობეჭდილ ტექსტს, ევრო საბჭოსთან დაკავშირებით „ებროსაბჭოს მიზნები და ღირებულებები“
https://europa.eu/european-union/about-eu/eu-in-brief_en
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და შემდეგ განიხილავენ მოცემულ ტექსტს.  მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის ფუნქციას, მეთვალყურეობს მოსწავლეთა დისკუსიას.
10წთ
8
მასწავლებელი  თხოვს მოსწავლეებს წერილობით დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ევროკავშირის შესახებ, ისე რომ გაითვალისწინონ ესეს სტრუქტურა.
8წთ
საშინაო დავალება: -
მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია და  გააკეთონ მინი-პროექტი მათი ფავორიტი ევროპული ქვეყნის შესახებ სადაც განიხილავენ სხვადასხვა დეტალს, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, კულტურა, წეს-ჩვეულებები და ა. შ.
2წთ

No comments:

Post a Comment