Sunday, October 21, 2018

ტრეინინგის მე-9 დღე

ტრეინინგის მე-9 დღე

დღევანდელ ტრეინინგზე ტრენერმა გაგვიზიარა სასარგებლო რჩევები, ჩვენს სამომავლო პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მონაწილეებმაც დავსვით კითხვები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო გახლდათ. შემდეგ   წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, რომელზეც ვმუშაობდით ტრეინინგის   მიმდინარეობის პროცესში და რომელთაც ახლო მომავალში განვახორციელებთ.
მინდა ავღნიშნო, რომ ტრეინინგმა მოგვცა  საჭირო ინფორმაცია, ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებთ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.

გულწრფელი მადლობა ტრეინინგის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ჩვენს ტრენერს, ბატონ თეიმურაზ სახელაშვილს, პროფესიონალს, რომელიც დაუღალავად, მუდამ  მზად არის დაგვეხმაროს და გადმოგვცეს ყველა აუცილებელი თუ დამატებითი ინფორმაცია.

No comments:

Post a Comment