Saturday, February 1, 2020

პროექტზე დაფუძვნებული სწავლება, ეს არის მიდგომა, რომელიც ბოლო ორი წელია ჩემს ფავორიტებში წამყვან ადგილს იკავებს. რატომ?- იმიტომ რომ იწვევს მოსწავლეების დიდ ინტერესს, იმიტომ რომ ყველაზე პასიური მოსწავლეც კი ხდება აქტიური, იმიტომ რომ მოსწავლეები და მასწავლებელი კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი მოსწავლეების საჭიროებების, გემოვნების, გასაჭირისა და სიხარულის შესახებ. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, განსხვავებული აზრის მიღებას, კრიტიკულ აზროვნებას, ირგებენ სხვადასხვა როლს, ცდილობენ პრობლემების ერთობლივად გადაჭრას, უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და რაც აგრეთვე უმნიშვნელოვანესია, ეს ყოველივე ხორციელდება საგნობრივი უნარების განვითარების პარალელურად. ინგლისურ ენაში, მაგალითად სხვადასხვა აქტივობა უკავშირდება სხვადასხვა უნარს (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა) პერიოდულად რომელიმე კონკრეტულზეა აქცენტი, პერიოდულად კი რამოდენიმე მათგანზე ერთდროულად.




























































No comments:

Post a Comment