Thursday, April 30, 2020

"დედამიწის დღე"
როდის დაარსდა?-1970 წ.
სად? - აშშ-ში
ვის მიერ?- სენატორ გეილორდ ნელსონის მიერ.
მიზანი?- ცნობიერების ამაღლება.
რამ განაპირობა მისი დაარსება?-1969 წელს კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ყურეში, ჭაბურღილზე მოხდა უბედური შემთხვევა. მიზეზი მილში წნევის კატასტროფული მატება იყო, რის გამოც ბზარები გაუჩნდა დამცავ კედელს, გაზის დაგროვებას მოყვა ძლიერი აფეთქება. ნავთობი პლათფორმიდან 11 დღის განმავლობაში იღვრებოდა ოკეანეში, ოკეანეში 3 მილიონამდე გალონი ნავთობი ჩაიღვარა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ფლორასა და ფაუნას.
რა ხდება 22 აპრილს? - ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 175 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.
ვუყურეთ ინგლისურენოვან საინფორმაციო ვიდეოებს, მოვისმინეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკითხის ირგვლივ, ვისაუბრეთ, განვიხილეთ დეტალები, დავალების სახით მოსწავლეებმა შექმნეს GIF- ები(მოძრავი გამოსახულება ტექსტებით) სასწავლო ინსტრუმენტ Brush.Ninja- ს გამოყენებით, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს
#დისტანციურიმუშაობა
#პროექტებითსწავლება

#კომპლექსურიდავალება










Tuesday, April 14, 2020


მაკრატელი, წებო, ფერადი და ბრჭყვიალა ქაღალდები, წებოვანი ღიმილაკები, ფერადი კალმები და ათასი სხვადასხვა რესურსი დამრჩა უფუნქციოდ.. წარმოვიდგინე ჩემი პატარა თვალებციმციმები, როგორი ემოციით, როგორი აღტაცებით ხვდებოდნენ ჩემს მიერ მათთვის შექმნილ ნებისმიერ რესურსს, როგორ ახარებდათ ნებისმიერი ნახატი, აპლიკაცია, პოსტერი თუ სხვა. მომენატრა ჩვენი ჟრიამულით სავსე საკლასო ოთახი, სკოლა და გაურკვეველმა მოლოდინმა კიდევ უფრო გამიმძაფრა გულის ტკივილი..ჰოდა მე მგონი ამ ეტაპზე ერთერთ საუკეთესო გზას მივაგენი <3 სიყვარულით გამთბარ TEAMS ის გაკვეთილებს დამატებული ონლაინ რესურსები დროებით შეგვივსებს სიცარიელეს, მოგვცემს საშუალებას დავრჩეთ ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის გულში, ვისწავლოთ ერთად და ვიბრძლოთ უკეთესი მომავლისათვის!