Thursday, April 30, 2020

"დედამიწის დღე"
როდის დაარსდა?-1970 წ.
სად? - აშშ-ში
ვის მიერ?- სენატორ გეილორდ ნელსონის მიერ.
მიზანი?- ცნობიერების ამაღლება.
რამ განაპირობა მისი დაარსება?-1969 წელს კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ყურეში, ჭაბურღილზე მოხდა უბედური შემთხვევა. მიზეზი მილში წნევის კატასტროფული მატება იყო, რის გამოც ბზარები გაუჩნდა დამცავ კედელს, გაზის დაგროვებას მოყვა ძლიერი აფეთქება. ნავთობი პლათფორმიდან 11 დღის განმავლობაში იღვრებოდა ოკეანეში, ოკეანეში 3 მილიონამდე გალონი ნავთობი ჩაიღვარა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ფლორასა და ფაუნას.
რა ხდება 22 აპრილს? - ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 175 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.
ვუყურეთ ინგლისურენოვან საინფორმაციო ვიდეოებს, მოვისმინეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკითხის ირგვლივ, ვისაუბრეთ, განვიხილეთ დეტალები, დავალების სახით მოსწავლეებმა შექმნეს GIF- ები(მოძრავი გამოსახულება ტექსტებით) სასწავლო ინსტრუმენტ Brush.Ninja- ს გამოყენებით, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს
#დისტანციურიმუშაობა
#პროექტებითსწავლება

#კომპლექსურიდავალება










No comments:

Post a Comment