ტრეინინგის I დღე
ტრენერმა გაგვაცნო ტრეინინგის გეგმა, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი, აქტივობა იყო სახალისო და მოტივაციის გამაღვივებელი.
ტრენერმა გაგვაცნო პროგრამა Viewer, გავეცანით პროგრამას, შინაარსს, მასში არსებულ რესურსებს, რომელთა განხორციელება შესაძლებელია სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად.
მომდევნო აქტივობა გახლდათ-გონებრივი იერიში, 21 საუკუნის უნარების გაცნობა, რაც იყო ძალიან საინტერესო, რადგანაც მოსწავლეთა უნარების გათვალისწინებით დაგეგმილი სასწავლო პროცესი გაცილებით პროდუქტიულია, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება 21-ე საუკუნის უნარებს.
ფაილი 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა- წავიკითხეთ, მონაწილეებმა შევარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო ხუთი თემატიკა, გავაფერადეთ ჩვენთვის საინტერესო პუნქტები და რიგრიგობით განვიხილეთ ყველა საკითხი.
პროექტის პრეზენტაცია- ტრენერთან ერთად გავეცანით პროექტის "რომეო და ჯულიეტა" -ს პრეზენტაციას, განვიხილეთ მნიშვნელოვანი კომპონენტები.
მადლობა ჩვენს ტრენერს, ბატონ თემურს, საინტერესო და ინფორმაციული ტრეინინგისათვის.